ეგოს თამაშები და ადამიანის საბოლოო გაცრუებულობა
-მომატყუე ....
-მეპირფერე....
-შემაქე..
-ნუ მეტყვი თუ რამე არ შემიძლია.
-მითხარი, რომ საუკეთესო ვარ, თუნდაც ასე არ იყოს.
-დამეთანხმე ხშირად.
-მაგრძნობინე თავი აღმატებულად
-მე ყველაფერი შემიძლია.
-საუკეთესო ვარ
-ჩემს ირგვლივ უუნარო ადამიანები არიან. მე ვარ მათ შორის განსაკუთრებული ..
-მერე რა თუ ამას საქმით ვერ ვამტკიცებ მთავარია, რომ ეს ასეა.
-მსხვერპლი ვარ უმეცრების..
-ადამიანებს ჩემი შურთ.. არ სურთ აღიარონ, რომ საუკეთესო ვარ მათ შორის.
-მე ღმერთს ვუყვარვარ
-ადამიანები მემსახურებიან და ეს არ იციან.
-ისინი ჩემთვის გაჩნდნენ.
-ჩემი მეგობრები, ნათესავები ოჯახი მაძლევე,ნ რაღაც განსაკუთრებულს.
ამაშია მათი მისია.
-მე ვარ მიმღები, სხვები გამცემები არიან.
-ღმერთი ვალდებულია უფრო მეტად იზრუნოს ჩემზე.
-ღმერთი ვალდებულია შემიქმნას კომფორტი,
-ზოგჯერ ავიწყდება, როგორი მშვენიერი ვარ მე.
-ზოგჯერ ყველას ავიწყდება, რომ მე საოცრება ვარ.
-ასეთია სამყარო, ვინც ყველაზე მნშვნელოვანია იმას არ აქცევენ ყურადღებას./
-მე ვიმსახურებ ყველანაირ კომფორტს.
-ალბათ მოვა დრო, როცა ყველას ეცოდინება სახელი.
-ყველგან დაიწერება ჩემი მიღწევების შესახებ.
და სამუდამოდ დავრჩები, მას მერეც როცა გარდავიცვლები.
-რაში მჭირდება? ისინი მუდმივად უნდა ნანობდნენ, რომ თავის დროზე არ შემიყვარეს.
გადის 20-30-40-50-60-70 წელი
და ადამიანი აღმოაჩენს , რომ უამრავი დრო დაიკარგა ილუზიების ქსოვაში. გამოტოვა მთავარი. და სინანულში იტანჯება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უნდა ტკბებოდეს საჭირო სიბრძნით, რომელიც ჯანსაღ შემთხვევაში უნდა მიეღო სამყაროსგან.
სტატიის ავტორი : ლევან ჩახაია
გადის 20-30-40-50-60-70 წელი
და ადამიანი აღმოაჩენს , რომ უამრავი დრო დაიკარგა ილუზიების ქსოვაში. გამოტოვა მთავარი. და სინანულში იტანჯება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უნდა ტკბებოდეს საჭირო სიბრძნით, რომელიც ჯანსაღ შემთხვევაში უნდა მიეღო სამყაროსგან.
სტატიის ავტორი : ლევან ჩახაია
No comments