მე, რომ შემეძლოს ერს დავუნიშნავდი ფსიქოთერაპიას..
როგორია ქართული მასა? სავსე აგრესიით. შეუწყნარებლობითა და კრიტიკით. სავსე ბრბოს ყველაზე ბნელი თვისებებით.
ქუჩებში დავდივარ და უკმაყოფილო, ცარიელ სახეებს ვხედავ. იშვიათად კმაყოფილი და ბედნიერი თვალები.
ამ ყველაფრის უკან ფული არ დგას.
არ დგას მხოლოდ ფინანსური პრობლემები.
ამ ყველაფრის უკან მდგომარეობაა ადამიანის ავადმყოფური, რომელიც ვერ საზღვრავს პრობლემების არსს. ლეთარგიაში არსებობს.. მისი ცხოვრება გადაღლილობისა და დეპრესიის დიდი პროცესია, მასშტაბური.
მე, რომ შემეძლოს ქვეყანას დავუნიშნავდი ფსიქოთერაპიას..
ერს ვუმკურნალებდი საკუთარი თავის ჩათვლით..
დავეხმარებოდი მათ ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებაში. მხოლოდ მენტალურად ჯანსაღ ადამიანს შეუძლია გადაჭრას პრობლემები.
ჩვენი სახელმწიფო არ ფიქრობს მთავარს. ქვეყნის მთავარი ბერკეტი ხალხია.
ხალხის შედგება ადამიანებისაგან. ძლიერი ხალხი ნიშნავს ძლიერ ადამიანებს. სუსტი, აგრესიული, გაღიზიანებული, დეპრესიული ხალხი ნიშნავს ავად მყოფ ინდივიდუმებს რომლებსაც სათითაოდ სჭირდებათ დახმარება.
ეს გასაგებია. რასაც ვწერ განკითხვის, განსჯის განწყობით არ ვაკეთებ.
პირიქით მე ვარ ქართველი და მუდმივად ვცდილობ ვეძებო გამოსავალი .
როდესაც შევიცანი საკუთარი თავი პრობლემებში, ცხოვრებისეულ სიძნელეებში მივხვდი , რომ მთავარი მკვებავი ჩემი რთული მდგომარეობის იყო შინაგანი. ფსიქიკა, გონება, განწყობა.
როდესაც ეს ყველაფერი ნეგატიურია, რათქმაუნდა აისახება გარეგანზეც.
არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს არის ერთადერთი პრობლემა, მაგრამ, როგორც კი დავანებე თავი ყველა საზრუნავს და დავიწყე კითხვების დასმა ჩემს ფსიქიკაზე, როგორ დავეხმარო, როგორ გამოვაჯანსაღო, როგორ უნდა განიწმინდოს ჩემი ფიზიკური სხეული.
დაიწყო ცვლილებები, რადგან შეიცვალა ფიქრი, შეიცვალო განწყობა და ამ ყველაფერს ავტომატურად წარმატებული ცვლილებებიც მოჰყვა ცხოვრებაში.
ზოგჯერ საჭიროა შევახსენოოთ საკუთარ თავს, რომ უამრავ ნეგატივში უამრავი პოზიტივიც არის თანაბრად. უბრალოდ ზოგჯერ გონება ირჩევს, რომელზე უფრო მეტი დრო დახარჯოს. ამიტომაც აირჩიე პოზიტივი.
ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ ადამიანების მენტალური განოჯანმრთელების გზების პოვნა. ეს მარტივია. 21 საუკუნეში არსებობს უამრავი საშუალება.
რესურსები პრიორიტეტულ საჭიროებებში დავხარჯოთ და დავეხმაროთ საკუთარ თანამოქალაქეებს უფრო მეტად განიცადონ ბედნიერება.

სტატიის ავტორი: ლევან ჩახაია
No comments