საიდან იღებს სათავეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისი

https://www.youtube.com/watch?v=GRil5cYOBYw ბავშვთა დაცვის დღეს საკუთარი დროშა გააჩნია: 
დედამიწა - ეს ჩვენი საერთო სახლია, მისი ლურჯი ფერი სამყაროზე და იმ ერთიანობაზე მიგვანიშნებს, რომელიც მხოლოდ გაგებითა და სიყვარულით მიიღწევა.


ხუთი ფერის ადამიანის ფიგურა კი სხვადასხვა რასის ხალხს გვახსენებს. რომელთა შორის მხოლოდ მეგობრული კავშირი უნდა იყოს და არავითარ შემთხვევაში - მტრული. მათი ფეხების შეერთებისას წარმოქმნილივარსკვლავი კი ის დადებითი სხივია, რომელიც მსოფლიოს ადამიანთა კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობისას იკაშკაშებს. ხუთი სხვადასხვა ფერის წრე იმისი სიმბოლოა, რომ მთელს კაცობრიობას ერთი საწყისი აქვს.

თავში გამოსახული ადამიანის ლურჯი ფიგურა - ღმერთს გამოსახავს, რომელსაც ყველა  თანაბრად უყვარს. ამიტომაც ჩვენ, ადამიანები - მასში განსახიერებულნი, ვალდებულნი ვართ კაცთმოყვარენი ვიყოთ, გვიყვარდეს ყველა, განურჩევლად მათი რასის, კანის ფერის, მრწამსისა თუ მატერიალური მდგომარეობისა.



- ჩვენ გავიზარდეთ და უანგარო სიყვარული გადაგვიშენდა. 

- უანგარობა მხოლოდ ბავშვობაშია. 
- მტრობა არ იციან ბავშვებმა
- სიკეთე ბავშვის სულში, ჯერ კიდევ შეუბღალავია, სანამ გაიზრდება. 
-მოგვიწევს ისევ ბავშვების საშუალებით დავუბრუნდეთ ბავშვობას და მასთან დაკავშირებულ შინაგან სისუფთავეს. 

მახსოვს ჩემს ბავშვობაში სხვადასხვა ორგანიზაციები გვიწყობდნენ გართობისა და დასვენების დღეებს. 1 ივნისი ჩვენი დაცვის არა მაგრამ პატარა ოცნებების ახდენის დღე იყო. 
 1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და რა თქმა უნდა, საქართველოც არაა გამონაკლისი.

პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე გაჟღერდა იდეა მსგავსი დღესასწაულის დაარსებისა 1925 წელს.მაშინ გადაწყდა 1 ივნისი. თუმცა რატომ , ეს რიცხვი გაურკვეველია. 
 ეს დღესასწაული 1950 იანი წლებიდან განმტკიცდა, რადგან ბავშვთა დაცვისს აკითხები პლანეტაზე უფრო აქტუალური გახდა. 



სტატიის ავტორი: ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.