თუ გეშინია ,ე.ი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაგავიწყდა.

ზოგჯერ გავიწყდება გამოვლილი ომები. ისიც გავიწყდება ამ ომში, როგორი ღირსეული მხედარი ყოფილხარ. გამარჯვებული. დანაკარგებით, მაგრამ მაინც გამარჯვებული. უამრავი ჭრილობით ყოფილხარ შემოსილი და მაინც ღირსეულად დაბრუნებულხარ შინ. შენს თავთან.
მაშინ, როცა გეშინია, რომ ვერ შეძლებგავიწყდება შენი წარსული. წარსული, სადაც ბოლომდე იბრძოდი, რათა გადარჩენილიყავი. ის ფაქტი, რომ აქ და ახლა ხარ ! არსებობ. იმის მანიშნებელია, რომ ათასგზის გამარჯვებული ხარ. სხვა შემთხვევაში ვერ იცხოვრებდი.ვერ იქნებოდი აქ და ახლა.
შენ ისიც დაგვიწყებია რამდენი რამ გაქვს მოპოვებული ...
მაშინ როცა გეშინია ეჭვი შეგაქვს შენს შესაძლებლობებში. არადა გამარჯვებული გქვია დაბადებიდან და გავიწყდება.

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.