მართე დისკომფორტის შიში და შენ სამყაროს მართვას ისწავლი ( თარგმნა ლევან ჩახაია)

     


    " ერთადერთი, რამ, რაც მძულს დისკომფორტია."
    გლორია შტაინემი

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების შეცვლის პროცესში ვისწავლე ერთი მნიშვნელოვანი რამ. ვისწავლე კომფორტულად ყოფნა დისკომფორტში.
შენ თუ ამას ისწავლი. შენ შეგიძლია გახდე ოსტატი სიტუაციის მართვის.
შენ შეგიძლია მძიმე დარტყმა მიაყენო ყველაფრის გადადების,გაჭიანურების სისუსტეს შენში:
-დაიწყე ვარჯიში
-შეცვალე შენი კვების ხარისხი. აუცილებელი არაა წონაში დაკლება გინდოდეს. გახადე ის უფრო ჯანმრთელი.
-ისწავლე ახალი ენა
-ისაუბრეთ საჯაროდ ხმამაღლა. ეცადეთ იყოთ თავდაჯერებული.
-გააკეთეთ ის, რისიც გრცხვენიათ ან გეშინიათ. ( რათქმაუნდა ამით არ უნდა დაზიანდეს ვინმე ან რამე)
ადამიანების უმრავლესობა ცდილობს თავი აარიდოს დისკომფორტს.
ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ რუტინას ზრდის, ადამიანებს უამრავ შანსს აკარგვინებს მათ შორის პიროვნული ზრდის შანსებს.
მაგალითად: განსხვავებული გემოები.
ადამიანები ირჩევენ ერთ კატეგორიის საკვებს. უმრავლეს შემთხვევაში ეს საკვები არის არაჯანსაღი. მათ ეშინიათ ახალი გემოების. მიჩვეულები არიან სხვა გემოს .
დააგემოვნეთ ჯანმრთელი საკვები. ხილი, სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. სინამდვილეში თქვენ, რაც გიყვართ ეს არა სიყვარული არამედ ჩვევა და კომფორტის ზონიდან გასვლის შიშია.
მართე დისკომფორტის შიში და შენ სამყაროს მართვას შეძლებ.
 

დისკომფორტის თავიდან აცილება. 

როდესაც ადამიანები სტრესში არიან ისინი უბრუნდებიან სიგარეტს, შოპინგს, ალკოჰოლს, საკვებსა და ნარკოტიკებს.
ყველა საშუალებით ცდილობენ დისკომფორტის ზონიდან გამოსვლას, მაგრამ ეს უფრო აღრმავებს პრობლემებს.
როდესაც ადამიანი ცდილობს შეცვალოს ცხოვრების წესი. მჯდომარე მდგომარეობიდან იწყებს ვარჯიშს, რათქმაუნდა ეს არაკომფორტულია.
რთულია და მტკივნეული. არ არის ისეთი, რამ რასაც აქამდე აკეთებდით.
თქვენ გეშინიათ , რომ სულელურად გამოიყურებით , ან რამეს არასწორად აკეთებთ.
და თქვენ ჩერდებით. ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯოჯოხეთურ ტკივილებზე, რაც უნდა აიტანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ დისკომფორტის ზონაზე, რისი გადალახვაც გმართებთ.
როცა ადამიანები ჯანსაღ კვებას იწყებენ .მათ ეს არ მოსწონთ რათქმაუნდა.
როცა მუდმივად მიირთმევ შემწვარ ქათამს, ჩიფსს, ჰამბურგერებს რათქმაუნდა ბროკოლის გემო მოგეჩვენებად ცუდად. და თქვენ გადაწყვიტეთ, რომ არ გიყვართ ბროკოლი. თქვენ უბრალოდ არ ხართ მიჩვეული მას.
დისკომფორტის ზონა არ არის ცუდი. ის უბრალოდ ისაა, რასაც ჩვენ, როგორც წესი არ ვაკეთებთ.

დავიწყოთ მცირე დოზებით დისკომფორტის ზონაში შესვლა. :
 1) აირჩიეთ რაიმე ერთი მოქმედება, რაც ძალიან რთული არაა, მაგრამ არც ისე კომფორტული თქვენთვის, რადგან არ ხართ მიჩვეული. მაგალითად მედიტაცია 5-10 წუთი ჯდომა დუმილში .
2) აუცილებელი არაა რაიმე არაკომფორტული საათობით აკეთოთ. დასაწყისში ეს არც შეიძლება. 5-10 წუთი დაუთმეთ დისკმოფორტს.
3) ცოტათი გამოდით კომფორტის ზონიდა. მაგალითად უთხარით უცნობს კომპლიმენტი.
4) დააკვირდით დისკომფორტის ზონაში საკუთარ თავს. გააცნობიერეთ ყოველი შეგრძნება, რაც დაგებადებათ.
5) სანამ დისკომფორტის ზონაში იქნებით ეცადეთ გაიღიმოთ. გაუღიმეთ საკუთარ თავს და გაუღიმეთ სიტუაციას.

დისკომფორტის ზონა არის ზონა, სადაც გელოდებათ უამრავი ცვლილება. ჩვენ, ჩვენი ბიოგრაფიიდან და ბევრი მიზეზიდან გამომდინარე გვეშინია ცვლილებების. სიახლეების. სიტუაციების. ამა თუ იმ საზოგადოებების.
ასე ბევრ შანს დაკარგავთ. თუ ჩაიკეტებით ერთ სივრცეში, ასე დაკარგავთ შანსს აღმოაჩინოთ უამრავი შესაძლებლობა რომელსაც სამყაროს გთავაზობთ.ასევე კარგავთ შანსს სამყაროს თქვენი შესაძლებლობები შესთავაზოთ.
გამოდით კომფორტის ზონიდას. და შეიყვარეთ ადრენალინით სავსე ცხოვრება.

 ავტორი : Jonathan Lethem .
თარგმნა : ლევან ჩახაია
























No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.