რეინკარნაცია ანუ თავიდან განსხეულება, დაბადება
რეინკარნაცია ლათინური სიტყვაა. "რე" განმეორებითი მოქმედების აღმნიშვნელია. 'ინკარნაცია" კი განსხეულებას ნიშნავს. რეინკარნაცია შეიძლება ითარგმნოს, როგორც ხელახალი განსხეულება. თუმცა ამ უკანასკნელს მრავალი სხვა ტერმინითაც აღნიშნავენ. ბერძნულში მას მეტეროფრიქოზოსს უწოდებენ , რაც ქართულად გარდასხეულებას კვლავ დაბადებას ნიშნავს.
აღმოსავლურ სიბრძნეებში ამ იდეას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რეინკარნაციის მიხედვით ადამიანის სული განვითარების გზას გადის . ერთი განსხეულება, ერთი ასწლეული არ არის საკმარისი, რათა მან მიაღწიოს განვითარების მნიშვნელოვან საფეხურს. უფრო სწორად შესაძლებელია, მაგრამ ამას გამონაკლისი ძალების მქონე ადამიანები აღწევენ.
ამიტომაც სამყარომ დაუშვა, რომ პლანეტა დედამიწა, სადაც ადამიანმა უნდა გაიაროს ზრდა სთავაზობს, ბევრჯერ განსხეულებას სულს. მანამ, სანამ ის არ მიაღწევს საჭირო საფეხურს, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე მისი ჩამოსვლა აღარ იქნება საჭირო.
ჩემმა მასწავლებელმა ერთხელ მითხრა:
- სულები ელოდებიან თავიანთ რიგს, რათა მიაღწიონ დედამიწას, ამიტომაც უნდა გავმრავლდეთ, რათა უფრო მეტ სულს მივცეთ აქ ჩამოსვლის საშუალება. ზოგჯერ მავიწყდება, რამდენად დიდი პრივილეგიაა დედამიწელობა. ეს არის გამარჯვება და შანსი, რომ გახდე უფრო დიდი,ვიდრე ხარ. გაიარო დაცემის გზა და ამაღლდე საკუთარ თავში. ამაღლდე საკუთარ სისუსტეებზე. ისინი ბარიერს ქმნიან და ამავდროულად ხელს უწყობენ რომ თანადათანობითი პროცესის პარალელურად გავიზარდოთ.
რატომ მჯერა რეინკარნაციის? ეს გონებისა და ინტელექტის თემა არ არის. რაც არუნდა დიდი განათლება მიიღოს ადამიანმა ის, მაინც ვერ ჩაწვდება რეინკარნაციის იდეას თუ ცნობიერების კონკრეტულ საფეხურზე არ იმყოფება, რომლის მიხედვითაც გრძნობს რეინკარნაციის რეალურობას.
არ არის საჭირო ვინმეს აუხსნა რამე. ან რაიმეში დაარწმუნო. ეს მდგომარეობა მოდის ყველასთან თავის დროზე.
პირველად, როდესაც ვიგრძენი, რომ ხელმეორედ დაბადებული ვარ. მივხვდი, რომ არის ამაში, რაღაც აზრი. და ეს აზრი მე უნდა განვავითარო გავაცნობიერო და უფრო ნაყოფიერად ვიარო ჩემს გზაზე.
მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც მიკავშირდებიან ჩემი მონათესავე სულები და მასწავლებლები არიან. ისინი მეხმარებიან, რათა უფრო გავიკვალო ჩემი გზა. ზოგი მეხმარება იმით, რომ რთულ მდგომარეობაში მამყოფებს წნეხში. ზოგი მაბულინგებს. მამცირებს.ხელით მეხება. ზოგი შეურაწმყოფს. ისინი ჩემი მასწავლებლები არიან. ასევე მასწავლიან კეთილისმსურველები. ის, ვინც სიყვარულს მაძლევს. მეგობრობას, მეუღლეა დედაა ნაცნობია.
მეც ასეთი იარაღი ვარ სხვებისათვის და შემდეგ, როდესაც ახალ ინკარნაციაში ამოვყოფ თავს შევხვდები, მხოლოდ იმათ, ვისთანაც სულიერი ნათესაობა მაკავშირებს. ვინც გულით მიყვარს. ამიტომაც ის, ვინც უკვე ვიპოვე და დავუკავშირდი აწმყოში ვფიქრობ ჩემი წარსული ცხოვრებიდან არის დაკავშირებული ჩემთან
და ძაფმა რომელიც გვქონდა ერთმანეთის მიმართ ისევ დაგვაკავშირა.
თუ მეტ ცნობიერებას შევიტან ჩემს ცხოვრებაში მე გავიხსენებ ჩემს წინა რეინკარნაციებს. და წარმოვიდგენ მომავალსაც.
ლევან ჩახაია
No comments