რას გულისხმობს კვებითი აშლილობა?
ნებისმიერი კავშირი საკვებთან, რაც მიგაჩნიათ რთულად უკვე კვების პრობლემაა.
საკვები მნიშვნელოვან როლს თამაშობს,ჩვენს ცხოვრებაში და უმეტესი ჩვენგანი დროს ატარებს იმაზე ფიქრში, თუ რა ჭამოს.
ზოგჯერ ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ, ან ვჭამთ ზომაზე მეტს, ზოგჯერ კი ვცდილობთ მადის დაქვეითების საშუალებები მოვძებნოთ.
კვებითი უნარების ცვლილებები ნორმალურია. ადამიანს ყოველთვის ერთი და იგივეს ჭამა არ შეუძლია და ერთი და იგივე დროს.
მაგრამ, როდესაც ჭამა ხდება მთელი ცხოვრება ეს არის პრობლემა.
თუ თქვენ უჩივით ქვემოთ ჩამოთვლილ მდგომარეობებს გაქვთ კვებითი აშლილობა:
1) დიდი რაოდენობით ულუფების მირება
2)ჭამთ იმაზე მეტს ვიდრე გჭირდებათ და უკონტროლოდ.
3)ჭამთ ჩუმად
4)გაქვთ კვების შიში. შიში იმის, რომ გასუქდებით.ან ვერ მოინელებთ ჯანსაღად.
5) სტრესის დროს ეძალებით კვებას
6)ირჩევთ ერთი სახეობის საკვებს და თავს გრძნობთ ძალიან ცუდად თუ არღვევთ თქვენი კვების გეგმას. გეშინიათ გეგმის შეცვლის და თუ ცვლით გემართებათ დეპრესია.
7) საკუთარ თავს უდგენთ კვებასთან დაკავშირებულ წესებს , ეს გსტრესავთ და გაშინებთ.
8)თუ ჭამთ ისეთ საგნებს, საკვებს რომ არ წარმოადგენენ
9)გეშინიათ საზოგადოებაში კვების
10) მუდმივად ფიქრობთ ჭამაზე.
11) მუდმივად საკუთარ სხეულის ზომებს ადარებთ სხვებისას.
12) მუდმივად ცდილობთ გადაამოწმოთ საკუთარი სხეულის მასა სასწორზე.
როგორ ვნებს კვებითი აშლილობა ჩვენს ცხოვრებას.
კვებითი აშლილობა მხოლოდ საკვებს არ ეხება, ის შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს ჩვენთვის.რაც ძალიან რთულია გამოსახატად. კვებითმა აშლილობამ შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები გამოიწვიოს.
1) კონცენტრაციის პრობლემა და მუდმივი გადაღლილობა
2) კვების კონტროლი და საჭმელზე ფიქრი ყველაზე მთავარი გახდა ცხოვრებაში
3) შიშები და დეპრესია
4) სირცხვილი, შიში კვების ცუდი ჩვევების გამო
5) დისტანცია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან არასწორი კვებითი ჩვევების დამალვის მიზნით
6) თავს არიდებთ პაემნებს, ახალი ადამიანების გაცნობას და ხდებით ასოციალური
7) ძალიან რთული გახდა სპონტანური ცხოვრება
8) აღმოაჩენთ,რომ ბულინგის მსხვერპლი ხართ კვებითი ქცევების გამო.
9) უცებ წყვეტთ აკეთოთ ის რაც გაბედნიერებთ
კვებითმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური ფიქრები, პრობლემები შეგიქმნათ სამსახურში. ნებისმიერი სახის კომუნიკაციებში.
თუ ფიქრობთ, რომ კვებითი აშლილობა გახასიათებთ აუცილებლად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს და დიეტოლოგს, რათა შესაძლო გართულებები აიცილოთ თავიდან.
წარმატებებს გისურვებთ.
თარგმნა. ლევან ჩახაია
წყარო: https://www.mind.org.uk/information-support/types-of-mental-health-problems/eating-problems/#.XO54HNIzZdg
No comments