მე გამაბრაზეს ( დღეს კარგი დღეა) ლევან ჩახაია


-მე ვარ გაბრაზებული
მან მაწყენინა
-რატომ?
-მან მითხრა , რომ სულელი ვარ!
-შენ, როგორ აღიქვი ეს?
-შეურაწყოფილი ვარ .
-რატომ ხარ შეურაწყოფილი?
-არ უნდა ეთქვა, რომ სულელი ვარ.
-მართალია არ უნდა ეთქვა, მაგრამ შენ რატომ ხარ შეურაწყოფილი.
-იმიტომ, რომ მე მითხრა!
-მერე რა?
-მე, რომ გითხრა რქები გადგასთქო გაბრაზდები?
-არა!
-რატომ?
-იმიტომ, რომ რქები არ მადგას.გამეცინება.
-ანუ სულელი ხარ?  რატომ ხარ შეურაწყოფილი?
-არ ვიცი.
-დაფიქრდი.
-მან მითხრა, რომ სულელი ვარ . და .....
-და რამოხდა ?
-მე დავიჯერე ეს. და მეწყინა- რომ დავიჯერე.
-ანუ ?
-მან თქვა, მაგრამ მე დავუდასტურე შინაგანად.
-შენ გაუბრაზდი საკუთარ თავს ... და არა მას?
-კი ასეა.
რატომ არის დღეს კარგი დღე?
გავაცნობიერე , რომ ვიჯერებ ხოლმე ყველაფერს რაც მწყინს და მაბრაზებს!
დღეს ნამდვილად კარგი დღეა

ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.