რა მოხდება თუ ყველაფერი მექნება რაც მსურს?
უამრავი სურვილით არის გარშემორტყმული სამყარო. ერთადერთი არსება სურვილებში, რომ იხრჩობა ადამიანია.
ადამიანი, რომელიც მუდმივად იტანჯება არასრულყოფილების განცდითა და მაღალი კრიტიკით საკუთარი თავის მიმართ.
ნაწილობრივ ეს კარგია, მაგრამ მთავარია ფუნდამენტი, საიდანაც სურვილები ჩნდებიან..
და როგორია დამოკიდებულება საკუთარი თავის არასრულყოფილებასთან აღქმაში.
ზოგს ეზიზღება თავისი მოცემულობა. მიუღებლობა ემართება და მუდმივად ცდილობს ისეთი იყოს, როგორიც იქნებოდა მიღებული სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფში.
რა მოხდებოდა თუ სრულყოფილები ვიქნებოდით? რა მოხდება თუ მივაღწევთ ბედნიერების იმ საფეხურს, როცა აღარ გვინდა სხვა რამ.როცა აღარ გვაქვს სურვილები და შესაბამისად არც ვიტანჯებით . ?
თუ ყველა სურვილს ავისრულებ, მოცემული მდგომარეობა არ მპირდება ბედნიერებას. რადგან ადამიანი სურვილების გარეშე უბედური არსებაა მაშინ, როცა ის განვითარების შედარებით დაბალ საფეხურზე იმყოფება. სურვილების გარეშე მხოლოდ ბუდა შეიძლება იყოს ბედნიერი.
რა მოხდებოდა თუ ყველაფერი მექნებოდა რაც მსურს?
პირველ რიგში დავივიწყებდი სამყაროს ისეთს, როგორიც ის არის.
დავივიწყებდი ადამიანებს და მათ საჭიროებებს.
გავატარებდი დროს იმ შესაძლებლობებში, რაც გამაჩნია და კონცენტრირებული ვიქნებოდი მეტი და მეტი სიამოვნების მიღებაში.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ მოვედი განცხრომაში, რომ ვამყოფო საკუთარი თავი?
ნუთუ ეს 80 წელი, იმიტომ მომეცა, რომ მხოლოდ ჩემივე სისუსტეებს დავუკმაყოფილო მოთხოვნები?
რთულია იპოვო, ისეთი მდიდარი ადამიანი, რომელსაც ახსოვს მშიერი ხალხი.
რთულია იპოვო, ისეთი ბედნიერი ადამიანი სხვის უბედურებებსაც, რომ არ ივიწყებს მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ბედნიერი იყოს. პარალელურად ზრუნავს სხვების მდგომარეობათა შეცვლაზეც.
ძალიან დიდი დრო დაგჭირდებოდათ, რომ გეპოვნათ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს და არასოდეს ავიწყდება ის, რომ მის ირგვლივ არსებობენ ისეთები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ.
ძალიან რთულია იპოვო ის, ვინც საკუთარი სიმდიდრის მიღმა გადის და სიღარიბეში იჭვრიტება, რათა შეცვალოს და კეთილდღეობა შეიტანოს სხვა ადამიანთა სახლებშიც.
მე ცოტას ვიცნობ, ვისაც სახლი აქვს და ახსენდება უსახლკაროების ბედი.
ან აქვს განათლება , სამსახური და ფიქრობს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სწყურიათ ისწავლონ საყვარელი პროფესია, მაგრამ ფინანსური საჭიროებების გამო ვერ ახერხებენ ამას.
სად გავიცნო ის, ვინც ბედნიერი ცოლია და თან ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ნერვიულობს ... ცდილობს რამე გააკეთოს მათთვის.
გამაცანით ვინმე, ვისაც შვილები ჰყავს და უშვილო დედებს თანაუგრძნობს..
გამაცანით ადამიანები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ.
გამაცანით ვინმე, ვინც თბილად არის ზამთრის სუსხში და არ ასვენებს ფიქრი უსახლკაროზე, რომელსაც სცივა მიყუჟულ ნესტიან კუთხეში.
შემახვედრეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ მდიდრულ სახლებში და განიცდიან იმას, რომ ზოგი ბავში სიღატაკეში იზრდება.
ან ის ვისაც საკუთარი შვილები დაუპურებია და ეხლა სხვა მშიერ შვილებზე იწყებს მზრუნველობას.
რთულია ძალიან რთულია ასეთი ადამიანები ნახო.
და მე არ ვაპროტესტებ ამას.
არც უკმაყოფილო ვარ.
დაიჯერება ჩემი სიტყვა როცა ვამბობ,- არ განვიცდი მიუხედავად იმისა, რომ ვისურვებდი სხვა ყოფილიყო რეალობა.
ვისურვებდი იმდენი ვიყო, რომ ყველასთან მივიდე.ყველას ეყოს ჩემი სიუხვე. ვისურვებდი ასეთი ვიყო. ვისურვებდი, რომ შემეძლოს ყველას დავუდგე მხარში, მაგრამ ამა თუ იმ კანონზომიერებათა გამო ჩემი დღევანდელი საზღვრები მცირეა.
უმცირესი... მაგრამ ხვალინდელი დღის იმედით დღეს ვცდილობ ვიშრომო, რათა გავაფართოვო ნაყოფიერების არეალი და ისე არ დასრულდეს ეს 'წუთი" რომ მხოლოდ საკუთარი სისუსტეების დაკმაყოფილებისათვის ვიყო ნაცხოვრები.. ნაცხოვრები თუ ამას ერქმევა ცხოვრება გავლილი ყოფა.
სამყარო როგორიც არის მივიღე. უბრალოდ რატომაც არა. რატომ არ უნდა მსურდეს ცვლილებების შეტანა... რატომ არ შეიძლება ???
.......................................................................
გაგრძელება სხვა თავში
ლევან ჩახაია
No comments