რას ნიშნავს ჰარმონია საკუთარ თავთან?





    ადამიანის ნებისმიერი შინაგანი და გარეგანი დისკომფორტი მიუთითებს ჰარმონიის არარსებობაზე საკუთარ თავთან.
როდესაც დალაგებულია შინაგანი, გარეთაც სიმშვიდეა.
როგორიც არის შენი შინაგანი სამყარო , ისეთია შენს ირგვლივ არსებული ცხოვრება ადამიანების ჩათვლით.
ყოველი ადამიანი, ყოველი მოვლენა, ყოველი ტანჯვა თუ სიხარული შენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია.
შენში არსებული მდგომარეობები იწვევენ ყველაფერს ... კონფლიქტებს, წარმატებებს, სიხარულს, აგრესიულ ადამიანებს.
ყოველთვის, როდესაც ჩემს ცხოვრებაში იბადება დაძაბულობა, თუნდაც ამის ინიციატორი არ ვიყო მიზეზს, მაინც საკუთარ თავში ვეძებ და მას აუცილებლად ვპოულობ.
ზოგჯერ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე.
ჰარმონია ნიშნავს ჯერ დანახვას, შენი მოცემულობის. ისეთის როგორიც ხარ. აღიარებას ,სისუსტეების მიღებას, მათ გაგებას შეყვარებას და მათზე მუშაობას.
მე დავინახე და ვაღიარე საკუთარი სიბინძურეები.
მე შევიყვარე საკუთარი კეთილშობილებები და მადლიერება გამოვთქვი მათ გამო.
ყველაფერი შევიყვარე საკუთარ თავში. შევიყვარე ტალახი, რისგანაც მომავალში შევქმენი მიწა, გამოვწვი და ავაშენე სახლი.
მე ვიწყებ განვითარებას , მაქვს სურვილი გავიზარდო.
ჰარმონია ინდივიდუალურია. ვერავინ გასწავლით, როგორ უნდა დაამყაროთ ჰარმონია საკუთარ თავთან.
ამას მხოლოდ მოსმენა გასწავლით.. მოსმენა საკუთარი დუმილით ნათქვამი დებულებების.
ჩვენი შინაგანი სამყარო მუდმივად გვიგზავნის მესიჯებს ჩვენს მდგომარეობებზე ..
ისწავლეთ განმარტოება. ისწავლეთ 5 წუთით ჯდომა და საკუთარი თავის დაკვირვება.
დაუთმეთ ეს დრო საკუთარი თავის შეყვარებას, მასთან დაახლოებას, მასთან მეგობრობას.
შეიყვარეთ თქვენი მოცემულობები ისეთი, როგორიც ისინი არიამ. არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი არავის ..
მართალია 21-ე საუკუნის სტანდარტები ჩვენ მუდმივად გვებრძვიან და გვიმტკიცებენ ,რომ თუ არ ჯდები ამ და ამ მოცემულობებში არასრულყოფილი ხარ.
არ არსებობს ეს იდეა, ტყუილია. და მიმართულია ადამიანს დაუჩლუნგდეს საკუთარი თავის სიყვარული, რათა სხვა "შეიყვაროს" ..სხვა სრულყოფილება და მასში ბევრი ფული გადაიხადოს. ეს არის ,მიზანი. კომერცია. ნუ გადაიხდით ფულს იმაში, რაც უკვე გაქვთ.
ყოველი ქმნილება ლამაზად შექმნა ღმერთმა.
ყოველი მდგომარეობა ანარეკლია სულიერი განვითარების..
შეისწავლეთ თქვენი მდგომარეობები.. ჰარმონია ნიშნავს მდგომარეობას , როდესაც მე,როცა მინდა ვაკეთებ იმას, რაც სასარგებლო და საჭიროა ჩემი ცხოვრებისათვის, ისე რომ ამაში ხელს არ მიშლის სიზარმაცე ლეთარგია ძილი.
ჰარმონია ნიშნავს შემიძლია სიამოვნება მივიღო.
ნიშნავს, შემიძლია ადექვატური ვიყო მოვლენების. ჰარმონია დაცულობის განცდაა. თავდაჯერებულობა. რასაც მოაქვს წარმატებები.ეს დიდი ცნებაა და მუშაობაა საჭირო. გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოგცემთ მიმართულებას და დაიწყებთ სიარულს საკუთარი თავისკენ.
გისურვებთ ჰარმონიას.

 ავტორი ლევან ჩახაია






























No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.