პატიების ძალა და მისი არსი

 ღმერთმა ადამიანებს, მოგვცა უამრავი ღირებულება და მათზე დგას ჩვენი ბედნიერება, ჰარმონიული ცხოვრება.
ამ ღირებულებებს შორის , ერთ ერთი ღვთაებრივია პატიება
დიდხანს ვფიქრობდი რა იყო მიზეზი , ჩემი სასოწარკვეთილებების და მივხვდი , რომ ხშირ ხშირ შეემთხვევაში ეს იყო მიუღებლობა, განსჯა როგორც საკუთარი თავის ასევე ცხოვრებისა და სხვა ადამიანების.
რა არის პატიება?
ნუთუ მხოლოდ სიტყვები : გაპატიე, შეგინდე!
არა
! არ ვფიქრობ რომ ეს სიტყვაა მხოლოდ. პატიება დამოკიდებულებაა.
რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) სიყვარული
ბ) გაგება
გ) მიღება
მე მიყვარხარ შენ
მე მესმის შენი შეცდომის,შენივე სისუსტიდან , რომ გამომდინარეობს
და მე მიგიღე ..მიგიღე ისეთი, როგორიც ხარ. უბრალოდ მოდი ვეცადოთ გავაკეთილშობილოთ.. ვეცადოთ თუ არის სურვილი.
 არსებობს პატიების არასწორი გაგება.
როცა თავს ვალდებულად თვლიან "უფლის წინაშე" და ეუბნებიან შემინდვიხარ.
ამის უკან კი დგას ამპარტავნება, პატივმოყვარეობა.
ასე დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებით
-შე ცოდვილო ... გაპატიე რადგან ასე მასწავლის ღმერთი. რა აკრგია რომ შენნაირი არ ვარ.
ვფიქრობ ყველა ადამიანი თანასწორია, და თანასწორად ატარებს სიკეთესა და ბოროტებასაც. ყველა კი ამას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ავლენს.
ამიტომაც რა უნდა იფიქრო შენ ისეთი რაც მე არ გამიფიქრებია.
მაგრამ პატიებას 3 სხვადასხვა მიმართულება აქვს
პატიება საკუთარი ტავის
პატიება სხვა ვინმესი
და პატიება სხვა რამეების.
თუ ეს სამი კომპონენტი ნაპატიებია ცხოვრება ბევრად მშვიდი და ბედნიერია...
ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.