"ბომჟის" ნაამბობი






         აბანოთუბნის მიმდებარე ტერიტორიებზე დავსეირნობდი.. დაახლოებით 5 წლის წინ მოხდა ეს ამბავი.
ჩოლოყაშვილზე ვცხოვრობდი ამჯერად და ფეხით ვაპირებდი წასვლას.
ყოველთვის მიყვარდა ფეხით სეირნობა.
რთული , კრიტიკული პერიოდი მქონდა.
კრიზისი, რაღაც კლიმაქსურად მძიმე..უიმედო, დანაკარგის შეგრძნებებითა და შიშით..
მოკლედ კარგი არაფერი ჩანდა.
საიდან მოვდიოდი?
ტაძრიდან!
ისე ცუდად გავხდი, რომ ტაძარში წავედი. ანუ არ დავდივარ ეკლესიაში ხშირად.  თითქმის არასოდეს არ შევდივარ.იმ დღეს განსაკუთრებულად მომინდა ნუგეში, თუ შეიძლება ასე დაერქვას..
მოძღვართან მივედი და ვუთხარი ჩემი მდგომარეობის შესახებ.. რეკომენდაცია იყო ლოცვა.
ცარიელი წამოვედი ტაძრიდან, ვერ მივიღე, რაც მჭირდებოდა.
ან აღსარება რათ მინდოდა ვერ მივხვდი. არაფერს ვნანობდი იმ მდგომარეობაში.
აბანოებთან სრულიად გულდასერილი ვიდექი, როცა ჩემთან ერთი კაცი მოვიდა. ქუჩაში მცხოვრები , ე.წ ბომჟი.
სიგარეტი მთხოვა.
არ მქონდა.
ცუდად გამოიყურებოდა რათქმაუნდა. გათიშული, ნაბახუსევი, დანარჩენის აღწერას არ შევუდგები .
წასვლა დააპირა, მერე შემომხედა და მითხრა
- ყველაფერი კარგად გექნება ნუ გეშინია..
ეს 5 სიტყვა დამაბნევლად მანუგეშებელი აღმოჩნდა ჩემთვის.
 არ იყო უბრალოდ ნათქვამი სიტყვები. მთელი გულით მივხვდი, რომ იმ მომენტში ყველაზე მეტად ის მჭირდებოდა და ისე მჭირდებოდა, როგორც მითხრეს..
მან ვერ გაიაზრა, რა მთხრა. დღემდე მჯერა, რომ ასეთი შეგრძნებით ის ვერ დამელაპარაკებოდა. რაღაც იყო ამ ყველაფრის უკან. თითქოს ღმერთმა ბომჟი აირჩია ჩემთან სალაპარაკო ინსტრუმენტად და არა მოძღვარი.
ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ უიმედო მდგომარეობაში ცხოვრობდა მე მამხნევებდა.
დღემდე მამხნევებს და მინდა სულ ვილოცო მისთვის.
დღემდე მესმის მისი სიტყვები.
ასე ,რომ მგონი ამ დღის მერე აღარ მეშინია.
ჯადოსნური შეხვედრა და ჯადოსნური დღე იყო.
თუ ცოცხალია, ალბათ წარმოდგენაც არ აქვს რა გამიკეთა.
რამხელა ძალა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში.
მადლობა შენ უცნობო ადამიანო და ბოდიში..
ბოდიშის მოხდის მიზეზს არ დავწერ, გასაგებია ალბათ


ლევან ჩახაია 


No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.