მე, როგორც ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი, რომელსაც სძულს ფილოსოფია, პოლიტიკა, და ებრძვის სოციოფობიას.





    ზოგჯერ ადამიანები თვლიან , რომ ვფილოსოფოსობ.
და მიყვარს ფილოსოფია.
უნივერსიტეტში საგანი მაქვს ფილოსოფია.
ხუმრობთ? ვერ ვიტან ფილოსოფიას. ამდენი დაუსრულებელი რატომ...
ამდენი უსარგებლო სიღრმე არსად მინახავს ფილოსოფიის გარდა.
ყველაფერს წონასწორობა სჭირდება.
მათ შორის ფიქრსა და შეკითხვების დასმასაც. ფიქრის მიზანი უნდა იყოს ზრდა და არა ტვინის ამოყირავება :)
ეს ისე  ..სიყვარულით.
******************************




       თუ ოდესმე გავგიჟდები , გაგიჟების თემა თავისუფლება იქნება. .
ერთ ბიჭს ვიცნობდი, ისე შორიდან.. არ ვმეგობრობდით, მაგრამ მახსოვს თავისუფლება დაირქვა , მერე განაცხადა ,რომ გეია.
სახელი თავისუფლება.  ვფიქრობ მართლა სიგიჟეა. მე სხვანაირად გავგიჟდებოდი.
უფრო ჯანსაღად.
ჩემი ოცნების დღეა, როცა ვიღვიძებ და თავისუფლება არა, როგორც სიტყვა, არამედ, როგორც განცდა ისე მოვა.
დღეს მხოლოდ სიტყვებში დავბოდიალობ. განცდები ნაკლებად. მაგრამ ვმუშაობ..
ამბიციური იდეა თავისუფლების შესახებ განხორციელდეს უნდა ჩემს სიცოცხლეშივე.
*********************
თბილისში აქციებია. აპორტესტებენ უამრავ რამეს.
3 დღეა დაიწყო აქციები და გუშინ სალონში ვეკითხები სტილისტს:
-ხომ არ იცით რა აქციებია? რას აპროტესტებენ ? თემა რა არის?
-მე შენთვის უნდა მეკითხა შენ , ხომ ჟურნალისტი ხარო.
მივხვდი ,რომ კიდევ ერთი გიჟი ვიპოვე . მე იურისტი ვარ !
**************************
ფრაგმენტული ისტორიები მოდის ჩემს თავში და ვწერ
ჩემგან პოლიტიკოსი არასოდეს გამოვა.
მეშინია პოლიტიკის.
კარგია, როცა ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ.
პოლიტიკა კი ზედმეტად ბინძურია ჩემთვის.
საკუთარ თავს ვერ გავწირავდი ამ გზაზე წასასვლელად.
მე უფრო ხელოვნებაშ ცხოვრება მომწონს. მომწონს მუსიკა, წიგნები, ბუნებასთან ურთიერთობა.. მომწონს , როდესაც თავგადასავლები მაქვს და ვტკბები ცხოვრებით.
ბევრ ახალ ადამიანს გავიცნობდი.
მე ხომ სოციოფობი ვიყავი ,ზოგჯერ დღესაც მეშინია ადამიანების მაგრამ, რაც გადავლახე ეს შიში ნაწილობრივ მივხვდი, რომ ადამიანებთან ყოფნა სასიამოვნო და კარგია.
და ვფიქრობ ყველა განდეგილი, ის ადამიანია, სოციოფობია , რომ ვერ გადალახა.
********************
საკუთარი თავის ერთგულება, რა რთული რამე ყოფილა და თუ ეს შეგიძლია, შეგიძლია განაცხადო, რომ სხვასაც უერთგულებ.
მე ზოგჯერ არ გამომდის ვუერთგულო საკუთარ თავს, მაგრამ ესაა ადამიანის გზა. გზა დაცემის, გზა ამაღლებისა და ზრდის..
რა დამრჩენია გარდა იმისა , რომ ვაპატიო ჩემს თავს ..
****************
ცოტახნით საქართველოდან წასვლა მინდა.
ჩემი ხალხი მიყვარს, მაგრამ მინდა პლანეტის სხვა ხალხებიც შევიყვარო.
საქართველოდან დედამიწამდეა ჩემი სამშობლო.
მე ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი ვარ.

ლევან ჩახაია


















No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.