18 ნოემბერი, თბილისის აქციის დაშლის მცდელობა და მე
სამსახურიდან გამოვედი.. დღის აკვიატებულ სიმღერას ვუსმენდი, როგორც ყოველთვის. იმედი მაქვს ჩემს ყურებს ღმერთი იფარავს ამ ნაუშნიკების გადამკიდე.
ლაღიძის ამოსასვლელთან სპეცდანიშნულების არმია შევნიშნე.
გუგუნებდნენ..არმია ხალხს დაშლისაკენ მოუწოდებდა.
ჩემი დეიდაშვილი გამახსენდა, რომელიც წესით აქციაზე უნდა მდგარიყო. შემეშინდა. არც ერთი მხარე არ აპირებდა დათმობას. შემეშინდა თვალების დაკარგვის დღე ისევ არ განმეორებულიყო. ვიფიქრე დეიდაშვილს დავურეკავდი და ვთხოვდი ჩემთან ერთად წასულიყო სახლში.
მასას შევუერთდი. უფრო და უფრო მივიწევდით თავისუფლების მოედნისაკენ, არმია კი მოგვყვებოდა გუგუნითა და ხმამაღალი შეძახილებით.
დავურეკე დეიდაშვილს.აღმოვაჩინე, რომ ის აქ არი იყო.
მე კი იქ დავრჩი..მოზღვავებულ ადრენალინს ვგრძნობდი, ეს ხომ ყოველთვის არ ხდება და როცა ხდება მაშინაც არ დავდივარ.
ვაღიარებ ამ ადრენალინის მოწოლის შეგრძნებებს, არცთუისე უსიამოვნო იყო.
ზოგადად ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე მიყვარს რისკი, საფრთხე, ადრენალინი. მივხვდი,რომ, რაღაც უნდა გავაკეთო მომავალში ამისათვის, რადგან ეს სხვა ენერგიას მმატებს.
ჩემს თვალწინ კიდევ უფრო საინტერესოდ გადაიშალა ქართველი საზოგადოება.
მე პოლიტიკური გამოსვლებისა და პროტესტის მიღმა აღმოვაჩინე, საზოგადოების დიდი აგრესია, რომელიც დახარჯვას ცდილობდა ამ გზით.
მათ ეს აბედნიერებდათ. ისინი დამნაშავის თვალებით იღიმოდნენ და ცდილობდნენ ეს ღიმილი დაეფარათ.
მათ უხაროდათ ეს ხმაური , საფრთხე და სექსუალურ სიამოვნებას იღებდნენ სავარაუდო შეტაკებების მცდელობაში.
ეს იყო დრამაში შეფუთული სექსი.
ეს იყო სოციალური პრობლემების ნიღბით გამოვლენილი დაუხარჯავი ლიბიდო.
და მაინც ვისაც საქართველო უყვარს ის მშვიდობას შეიტანს.
ის, ვინც მოუწოდებდა საზოოგადოებას ქაოსისა და გადატრიალებისაკენ მტერია საქართველოსი.
მე ვხედავდი პროვოკაციებს, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა არმიაზე აგრესიის პროვოცირებას. ესროდნენ ბოთლებს.
და ვერ იაზრებდნენ, რომ ყოველი წინააღმდეგობა იყო რისკი არმიას ძალადობრივად დაეწყო დაშლა ადამიანების.
მე ყველაფერი მესმის. უბრალოდ გული მწყდება,რომ უბრალო მოქალაქეებს პოლიტიკური ამბიციების მისაღწევად იყენებენ ოპოზიციური ძალები.
მშვიდობიანი დემონსტრაციები კანონით დაშვებული და მიღებულია.
ჩვენი სახელმწიფო არის ჩვენი საზოგადოების სახე.
ეს საზოგადოება ამ ეტაპისათვის უკეთეს სახელმწიფოს ვერ შექმნიდა.
მე უბრალოდ მჯერა მომავალი თაობების, ახალი თაობების. რომლებიც ცივილიზაციაში ინტეგრირებულები არიან. მჯერა , რომ ჩემი თაობა და კიდევ სხვა ახალი თაობა მოიტანს მშვიდობას, განათლებასა და უკეთეს მთავრობას.
მთავარია ქვეყნიდან არ გავიქცეთ.
დღეს რაც გვაქვს ეს ჩვენი სახეა.
და მჯერა , რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს. ჩვენ მაინც სხვა პოტენციალი გვაქვს უბრალოდ დროა საჭირო ,რომ საბჭოთა აზროვნებას დავაღწიოთ თავი.
ლევან ჩახაია
No comments