90 იანების სექსუალური რევოლუცია






ამ თემაზე ვფიქრობ ეს დღეები. ვფიქრობ ჩემს თაობაზე. 90 იანების ბავშვები. ვფიქრობ, რამდენი , რამ გადავიტანეთ. ჩვენმა მშობლებმა ბევრად მძიმე პერიოდი გაიარეს. სოციალური პრობლემები და აშ.
შიმშილი... ნაწილობრივ ეს ჩვენც ვიწვნიეთ, მაგრამ საშოვარზე დედები და მამები იყვნენ გასულები.
რა არის ჩემი, როგორც 90 იანების თაობის მისია!
საბჭოთა ცნობიერების მსხვრევა. ეს თაობა შეეწირა პირდაპირი მნიშვნელობით საბჭოთა ცნობიერების მსხვრევას.
ჩვენ ვომობთ! ვეომებით წინა თაობის ყველა წარმომადგენელს. ვიბრძვით, რათა მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, თანასწორობა დავნერგოთ.
ამ დრომდე ეს პროცესი მიმდინარეობს.
არ ვიცი, რამდენად მეთანხმებით მაგრამ ამ ომში ჩვენ მინიმალურიდან მაქსიმალურ დანაკარგებამდე მივდივართ.
ვკარგავთ ადამიანებს, ვკარგავთ სიცოცხლეს, დროს, სტაბილურობას.
90 იანების თაობა არა ევროპისკენ, არამედ მეტი სიჯანსაღისკენ მიისწრაფვის. თვითონ არ არის ჯანსაღი, რადგან საკუთარ თავში ებრძვის ამ ყველაფერს.
90 იანების თაობა საფუძველს უმზადებს 21 ე საუკუნეში დაბადებულ თაობას, რატა ისინი მეტად თავისუფალ სოციალურ გარემოში მოვიდნენ.
ეს იდეოლოგიური ომია. ვიბრძვით სიყვარულით.
ხშირად მესმის
- ეს რა თაობა მოდის. სულ გაფუჭდნენ. გაირყვნენ.
არა ! არა და არა!
ამ ტაობამ სექსუალური თავისუფლება მოიტანა. ამ თაობა ტქვა , რომ სექსი ბუნებრივი ინსტიქტია და არავის აქვს მისი ჩარჩოში ჩასმის უფლება.
ეს თაობა ამბობს, ქალი თანასწორია მამაკაცთან.
ქადაგებს მეტ სიყვარულსა და პატივისცემას ერთმანეთის მიმართ.
გარყვნილება? შეიძლება! მაგრამ, უბრალოდ როცა ძალიან გშია იმაზე მეტს ჭამ ვიდრე გინდა.
რატომ მოგვაშიეთ ასე?:)
შემდეგი თაობა არ იქნება მშიერი. არ შეეშინდება საკუთარი ბუნებრივი საბაზისო ინსტინქტების.
და ამას 90 იანების თაობა შექმნის.
90იანებზე კი ვსაუბრობ, მაგრამ მანამდეც და მერეც იბადებიან მებრძოლები, რომლებიც ყოველ დღე მიწასთან ასწორებენ საბჭოთა დამთრგუნველ იდეოლოგიებს.
და თვითონ ეწირებიან. მე არა. ჩემს ტავზე ვერ ვიტყვი. მაგრამ ისინი წმინდანები არიან ჩემთვის.
ისტორიაში , ვფიქრობ ეს ერთ ერთი დიდებული ომია სტალინის რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს დიდებული ცნობიერების დაბადებაა..
ეს თაობა ჰგავს სამუდამო მონობიდან ახლად გათავისუფლებულ ადამიანს, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცის, როგორია თავისუფლების გემო.
ეს კარგი თაობაა. საოცარი. და მჯერა, ისინი უკეთეს საქართველოს ააშენებენ.
უკეთეს პლანეტას.
ახალი ცნობიერება დაიბადა. ერთმანეთზე ზრუნვის, სამყაროზე ზრუნვის , სამართლიანობის დაცვის ცნობიერება.
მე მიყვარს ყველა ვინც ეწირება ამ იდეებს..
ჩვენ ბევრჯერ მოგვკლეს, რატა ახალი საქართველო შეგვექმნა, იგივე კულტურით, მაგრამ ნაკლები საბჭოთა ცნობიერებით...



levan chakhaia

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.