როგორ დამემართა ბედნიერება?


რა არის ბედნიერება? ამ საკითხე უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ მე საკუთარი პოზიცია გამაჩნია.
აღმოვაჩინე, რომ ადამიანის მთავარი უბედურება განსჯაა. განკითხვა, როგორც საკუთარი თავის ისე, გარშემომოყოფების.
განკითხვის ჩემეული განმარტება ასეთია .. განკითხვა მდგომარეობაა, როდესაც შენ შენი შეხედულებების მიხედვით ნეგატიურად აფასებ ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებას, თვითაგმოხატვას. განკითხვის მდგომარეობაში ჩვენ ვხედავთ ფაქტს, რაც დაუზუსტებლად არასწორია და ვერ ვხედავთ მიზეზებს, რომლებიც არ ამართლებენ, არამედ განაპირობებენ ნებისმიერ გამოხატულებას.
პირობითად ჩვენს საზოგადოებაში ძალიან ხშირად ჟღერდება გოთებისა და პანკების მისამართით არასახარბიელო შეფასებები. ჩვენი აზრით მათი გამოხატულება იდენტობისა არასწორია, შეუსაბამოა. მაგრამ არ გვიჩნდება კითხვა რატომ მოუნდა ახალგაზრდა ადამიანს მოირგოს განსხვავებული იმიჯი? ნებისმიერ გარეგნულ გამოვლინებას შინაგანი საფეხურები გააჩნია... რატომ არ გვსურს გავარკვიოთ ამ ყველაფრის არსი.. იქნებ გვეზარება, იქნებ არ გვაინტერესებს ..ეს გასაგები იქნებოდა თქვენი მხრიდან მეგობრებო, მაგრამ მაშინ ვფიქრობ ჯობია თავი შევიკავოთ სხვადასხვა დასკვნების გამოტანისაგან.
ჩემთვის ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ამას შეიძლება გამართლება დავარქვათ, მაგრამ სულაც არა..მიზეზი, რომელიც განაპირობებს ადამიანის ინდივიდუალურ გამოვლინებას გამართლებაზე მეტია. ეს უბრალოდ მიზეზია.
ადამიანის ბედნიერება ვფიქრობ, არ განკითხვაშია. არ მსურს ბანალურად ჟღერდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოიდგინეთ ერთი წამით სამყარო, სადაც არ არსებობს განსჯა. სადაც არ არსებობს განკითხვა..
ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ არ განსაჯო ქრისტიანული მიდგომაა. ჩვენ ხშირად განვსჯით საკუთარ თავებსაც .. ხშირად ვართმევთ შანსს ერთმანეთს ვიყოთ სუსტები, უუნაროები.. დავუშვათ უამრავი შეცდომა, რაც ასე ძალიან ეხმარება ადამიანს ზრდაში.
რა იქნება თუ მე უბრალოდ ვიქნები ადამიანი, რომელიც სიყვარულით აკრიტიკებს მის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას.
იქნებ სიყვარულმა უფრო განკურნოს არაჯანსაღი სამყარო ვიდრე სიძულვილმა?
არ მსურს ვინმეს მორალი ვუქადაგო .. ჩემი, როგორც ადამიანის მოკრძალებულ პოზიციას გამოვხატავ და ეხლავე მოვიხდი ბოდიშს თუ ვინმეს ამ სტატიამ თავმოყვარეობა შეულახა...
ყველა ადამიანს საკუთარი ბიოგრაფიული გზა აქვს. ამ გზაზე ცხოვრება მას უამრავ ფერებში ხატავს..  ისე ხდება, რომ ყველაფერი განსხვავებულია.. ყოველი წერტილი ახალია და ვერ ნახავთ იდენტურ დეტალებს.. ვერ ნახავთ დეტალებს ცხოვრებაში 100% ით, რომ ჰგავდნენ ერთმანეთს. ასე, რომ რატომ არ გვსურს შევიყვაროთ სამყარო ასეთი ფერადი? ისეთი, როგორიც არის მივიღოთ და თუ რამეა აღმოსაფხვრელი მაგალითად: ბოროტება სიყვარულით აღმოვფხვრათ.
იქნებ ერთი ილუზიონისტი კლავიატურაზე უაზროდ მოკაკუნე ადამიანი ვარ, მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება საკუთარი წარმოდგენები მქონდეს იდეალურ სამყაროზე. დღევანდელობა სრულყოფილია ისეთი, რგოორიც არის.. მე მსურს ისეთი მომავალი, როგორიც იქნება.. მე მსურს ისეთი წარსული, როგორიც იყო. მსურს ისეთი ადამიანები ირგვლივ, როგორებიც არიან ...
მინდა მათ თავისუფლება დავუბრუნოთ, რაც წავართვით, მივისაკუთრეთ.დავუბრუნოთ..
ბედნიერი ვარ, როდესაც არც საკუთარ თავს განვსჯი, არც სხვებს.. არც რამეს განვსჯი..
სამყარო ისეთი, როგორიც არის სრულყოფილია იქნებ სიახლეების ძიების ნაცვლად ვეძებოთ ის, რაც უკვე ბევრად ძველია, მაგრამ არ აღმოგვიჩენია. არ დაგვინახავს .. არ დავმტკბარვართ..
მშვენიერია, ყველაფერი იდეალურია.. ყველაფერი საოცარია, რაც საჭიროა. ზოგჯერ საჭიროა ის, რაც არ გვსიამოვნებს ამაშიც იმალება ზრდის უდიდესი პერსპექტივა. პიროვნული ზრდის, დანაკარგით გამოწვეული ტანჯვა ავსებს პიროვნებას და ქმნის მისგან ბევრად უფრო ძლიერ, ბრძენ შემდგარ განვითარებულ სიცოცხლეს.
კარგია. ყველაფერი კარგია იქ, სადაც არ არის განსჯა. და დღეს, რადგან ამდენი განსჯაა ირგვლივ ალბათ ამასაც საკუთარი დანიშნულება აქვს უბრალოდ, როგორც კი მივუტევე სხვებსაც და საკუთარ თავსაც დავიბრუნე ბედნიერება. ბედნიერებაა, როდესაც ყველასი გესმის და სიყვარულით ცდილობ სამყაროს გადარჩენას. სიყვარულით ცდილობ შეცვალო საკუთარი სისუსტე სიძლიერით..
და თუ ვინმე ცდება, და თუ ვინმე განიცდის სიბოროტეს საკუთარ თავში ვცდილობთ სამყარო დავანახოთ ბევრად უფრო სავსე სიყავრულით.. ბოროტი ადამიანები არ იბადებიან ბოროტებად ...და ვფიქრობ ისინი, არც არსებობენ უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებმაც ბავშვობაში სიყვარული დაკარგეს ამიტომაც მათ თავიდან უნდა იპოვნონ ის.  ამაში უნდა დავეხმაროთ.. თუ ვერ ვეხმარებით არ განვსაჯოთ მაინც.


ავტორი: ლევან ჩახაია

No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.