მივმართავ, ყველას ვინც ფიქრობს სუიციდზე, სასოწარკვეთილია , საკუთარ თავს უიღბლო ადამიანად თვლის , და არ არის ბედნიერი.



 ნაწილი 1

    მოგესალმებით. მოცემული ჩანაწერი მინდა მივუძღვნა იმ ადამიანებს, რომლებიც ეხლა გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებიან..
ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ცხოვრება შავი და თეთრია.. რომ ფერადოვნება არ აქვს.
გიძღვნით, თქვენც ვინც თვლით , რომ უიღბლოებად დაიბადეთ.. ვისაც დაგიკარგავთ ბედნიერება, სიმშვიდე, საკუთარი თავის ღირსეულად აღქმის უნარი.
მივესალმები, ასევე ყველას, ვინც თვლის, რომ სამყარო მხოლოდ გტანჯავს, ამიტომ სჯობს საკუთარი ხელით დაასრულო სიცოცხლე.. ხო მოგმართავთ, თქვენ ვინც ფიქრობთ, სუიციდზე.
ვისაც გშიათ, გცივათ, და გაკლიათ თანადგომა. ან სულაც იმათ ვისაც ყველაფერი აქვს მაგრამ სასოწარკვეთილია სიცარიელისა და არაფრობის მწარე შეგრძნებებისგან. მე მესმის .
მე ყველაფერი კარგად მესმის.. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ მართლა მესმის თქვენი.
მესმის თქვენი სევდის, და როდესაც ამ სიტყვებს ვწერ კეთილად მეღიმება, რადგან მაქ საშუალება მოვიდე თქვენთან , და გითხრათ მთავარი..
მიხარია, რომ გამიჩნდა სურვილი დამეწერა რამე....პირველ რიგში უნდა გაგეცნოთ მეც თქვენიანი ვარ.. არც მეტი, არც ნაკლები თქვენიანი. შეგიძლიათ ჩამთვალოთ მეგობრად, ნათესავად ან უბრალოდ ადამიანად, რომელიც არ განგსჯით.. არასოდეს..
ვფიქრობ, განსჯამ მიიყვანა ადამიანი დაუძლურებულ მდგომარეობამდე.
მე არ ვარ მომხრე, განვსაჯოთ საკუთარი თავი.. დიახ პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვართ ჩვენივე ცხოვრების ჯალათები.. როგორც მოექცევი საკუთარ თავს ისე მოგექცევა სამყარო..
ჩემი რჩევა ასეთი იქნებოდა. უკვე გადავალ პირდაპირ მომართვაზე.
-         მე ვიცი, რომ იდეალური არ ვარ.. ვერც შენ იქნები სრულყოფილი, რადგან ადამიანი ხარ და ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუშვა ბევრი შეცდომა..
-         თუ ცუდი აზრები მოგდის თავში, სანამ საკუთარ თავს განსჯი მინდა მოგაწოდო საინტერესო ინფორმაცია. ეს შენი ბრალი არ არის, შენივე აზრებისსა, და სისუსტეების უკან დგას მთელი შენი ბავშვობა, სადაც არ გაქვს პასუხისმგებლობები, და თუ მაშინ მოხდა, რაღაც , რამაც გავლენა მოახდინა შენს პიროვნებაზე გახსოვდეს, რომ შენი ბრალი არ არის. არასოდეს განსაჯო საკუთარი თავი.. ეცადე უფრო მეტად აპატიო, უფრო მეტად გაუგო, უფრო მეტად გესმოდეს ...
-         აკრიტიკე, მაგრამ ნუ გააიგივებ თავს შენს სისუსტეებთან.. შენ არ ხარ შენი სისუსტე. შენშია მხოლოდ ეს.. და არსებობს უამრავი საშუალება, რომ აღმოიფხვრას და შენ გადაიქცე მეტი სიძლიერის მატარებელ არსებად.
-         ის რაც შენი ბრალი არ არის არ გამოდგება შენს სასჯელად.
-         სიყვარული კურნავს.. ქრისტიანული მიდგომა კურნავს.. სანამ შეიყვარებ ვინმეს საკუთარი თავით დაიწყე.. შეიყვარე, როგორი ცუდი წარსულიც არ უნდა გქონდეს, შეიყვარე შენი თავი, აპატიე და მიეცი შანსი.. იმდენი შანსი, რამდენიც საჭირო იქნება.
-         მე შენი თანამოძმე გეუბნები, რომ როგორი ცუდიც არ უნდა იყო შენ ხარ ბევრად კარგი ვიდრე ეს გგონია. დაეხმარე საკუთარ თავს დაინახო ის მშვენიერებები ღმერთმა, რომ მოგცა.
-         ვიცი ადამიანებმა ბევრი იარლიყი მოგაკერეს. მაგრამ გააცნობიერე, რომ შენ არ ხარ ქურდი, არ ხარ მკვლელი, არ ხარ შურიანი, ბოროტი.. შენ ხარ ადამიანი ღმერთის უდიდესი შემოქმედება და არავის აქ უფლება ასე მარტივად გადაწყვიტოს ვინ ხარ შენ. ყველაფრის გამოსყიდვა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მის მერე, რაც საკუთარ თავს შეიყვარებ..
-         ვფიქრობ გსურს იყო ბედნიერი.. შენ ამას იმსახურებ ამიტომ ადექი ჩაიხედე სარკეში და დაიწყე ომი საკუთარ თავთან. პრობლემა ისევ შენ ხარ. რადგან როცა ძლიერია ადამიანი ვერავინ ვერ ერევა. დუძლურება ისევ და ისევ შენი პასუხისმგებლობაა.
-         ასე რომ ადექი, იცი, კარგად იცი, რომ უნდა გადარჩე.. როგორი ცუდიც არ უნდა, იყო შეგახსენებ, რომ კარგი ხარ.. ასე, რომ იმუშავე გამოხატო შენი ღირსეული მხარეები.. თავიდან გაიცანი შენი თავი და უამრავ ახალ თვისებას აღმოაჩენ.. შენ სასწაული ხარ ადამიანო.. და როგორ შეიძლება ცუდი იყო.. ეს უბრალოდ ასე დაგაჯერეს და მინდა გაიღვიძო. შენ კარგი ხარ..
-         მე შენს გვერდით ვარ, და მიგიღებ ნებისმიერ დროს, როცა გადაწყვეტ შეიყვარო საკუთარი თავი..
-         შენ ხშირად გეუბნებიან, რომ უნდა შეიცვალო. არა ,, საკმარისზე მეტად შეიცვალე.. დაუბრუნდი შენს ბუნებრივ მდგომარეობას.. არ შეიცვალო... გახდი ისეთი, როგორიც სულ იყავი.. შენ კარგი ხარ..
-         ნებისმიერი შეცდომის გამოსყიდვა შეიძლება. ნუ წაართმევ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას. ნუ უსმენ იარლიყებს.
-         ერთხელ ბავშვობაში მამაჩემმა მითხრა -შენგან არაფერი გამოვა. ცუდი ბიჭი ხარ! იცი ამ სიტყვებმა დამაჯერა, რომ  ცუდი ვარ ... ასე იქცევა საზოგადოება, იარლიყებს გაკერებს.. გავიდა დრო, სულ მეგონა , რომ ცუდი ვარ. როგორც კი გავაანალიზე ეს შეფასება მამაჩემის ბრალი იყო სინამდვილეში და არა ჩემი ცხოვრების, გაქრა საკუთარი თავის ნეგატიურად აღქმა.
-         შენ არაფერი გჭირდება გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს აპატიო და შეიყვარო.

ამას  იმ ადამიანებისათვის,ვწერ რომლებიც ეხლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან.. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იმ რთული გზის შემდეგ , რაც გავიარე,... ვერც კი წარმოიდგენთ სირთულის რა ხარისხზე ვსაუბრობ.. პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა სუიციდის ან უბედური შემთხვევის მხვერპლი ვყოფილიყავი.. ან ფსიქიკურ პრობლემებს შეეწირა ჩემი სიჯანსაღე.. მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ მაინც წამოვდექი ფეხზე .... ცუდად ყოფნის პერიოდში გეჩვენება , რომ სიცოცხლე ფერადი სულაც არ არის.. სინამდვილეში ეს ვად მყოფი ადამიანის ილუზიაა.. ეს არაჯანსაღი ხედვაა.. არ ვიძახი, რომ სამოთხეში ვართ, მაგრამ აქ ყველაფერია, საკუთარი სამოთხე შესაქმნელად... აქ ვალდებული ხარ შენს ცხოვრებას მისცე მაქსიმუმი, და მგონია, რომ ასევე ვალდებული ხარ სხვებს გაუწიო თანადგომა, რათა მათ იპოვონ, რაც დაკარგეს..არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა.. ცხოვრებაში ადამიანები, რომ არ არსებობდნენ პრობლემებიც არ ირსებებდნენ.. პრობლემა ჩვენი ილუზიის დიდი ნაყოფია.. ასე, რომ არ შეიძლება ყველაფერი სერიოზულად მიიღო..ზოგჯერ ტრაგედიებსაც უნდა გაუცინო...ვერაფერმა, ვერ უნდა დაგცეს..იყავით თავისუფლები ძლიერები ამას გისურვებთ.. და როგორც დაინახავთ სამყაროს, ისეთი იქნება ის. ასე , რომ დაინახეთ თქვენი თავი და ცხოვრება უფრო კარგი, უფრო ღირსეული და ბევრი ფასეულობით სავსე.. მერწმუნეთ ეს მუშაობს.

 ავტორი: ლევან ჩახაია
































No comments

Theme images by lobaaaato. Powered by Blogger.